თავისუფლება - სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებდი ამ გამოფენას, რომელიც ჩვენს დღევანდელობაში შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს - Art Fair-თან ერთად თბილისში არაჩვეულებრივი თავისუფლების კერა ჩნდება, რაც ჩვენ და ყველა სტუმარს კიდევ სხვა ელფერს აძლევს.
დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ წარმოდგენილი კულტურა სხვა არაფერია თუ არა დიდი თავისუფლება და არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლება და საქართველო.
მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი თავისუფლება და მე ვიცი, რომ თბილისი ყოველთვის იქნება მასპინძელი ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებების, რადგან თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული!
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე.