logo
ENG


ვეგენერი რუსულ კანონზე: კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სამომავლო ნაბიჯებს ევროკავშირისკენ
  • 328ნახვები

ახლა საფრთხეა - ის, რომ ქვეყანა არა მხოლოდ ვერ წავა წინ, არამედ წავა უკან. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სამომავლო ნაბიჯებსაც ევროკავშირისკენ, რაც მოლაპარაკებების გახსნაა. არ ვიცი, როგორ დაიწყება მოლაპარაკება, როდესაც არ მიჰყვები ევროპულ ღირებულებებს. ძალიან მკაფიოა, როდესაც უყურებ ქვეყნებს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოებით, ისინი არიან უფრო სტაბილურები, განვითარებულები და მიიწევენ წინ. საქართველოს ინტერესშია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ევროკავშირისკენ გზაზე, კანონი კი ამას ეწინააღმდეგება და ჩემი რეკომენდაციაა, არ გაჰყვეთ ამ გზას. ეს ასევე ეხება უმცირესობის შესახებ კანონს. ქვეყანას, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა გააძლიეროს უმცირესობების უფლებები.

ამბობს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი ფორმულასთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა