logo
ENG


ფიშერი: პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს
პიტერ ფიშერი
13 თებ, 2026 12:28
ფიშერი: პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს
  • 200ნახვები

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გაცემული სტიპენდიით, შემდეგ მან გაატარა 17 წელი GIZ-თან, რომელიც არის გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტო და GIZ-ის განვითარების პროექტები საქართველოში დიდწილად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ. ასე რომ, 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე. ის 48 წლისაა. 21- 48, დამატებითი კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით

ასე უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრდან გერმანიის მთავრობის მიმართ თავდასხმებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა