logo
ENG


მალაშხია: დღეს არამარტო კანონია რუსული, დღეს ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება
  • 238ნახვები

ყველასათვის ნათელია, რომ დღეს ხელისუფლება ცდილობს ტოტალური კონტროლო დაამყაროს ჩვენზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და მიზანმიმართულად დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი.

ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები, რომელთანაც ხელშეკრულებაც ამ ხელისუფლებას აქვს გაფორმებული, გვაფრთხილებენ, რომ ეს დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. ქართული ოცნება დღეს თავს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს და მე მათ აქედან შევახსენებ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში აქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. არავინ დგას კონსტიტუციაზე მაღლა! არავინ დგას ხალხზე მაღლა! დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო გახდა კიდევ უფრო გამჭვირვალე თავის შინაარსსა და მიზნებში, დღეს არამარტო კანონია რუსული, დღეს ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება.

ნუ გამოსცდით ჩვენს მოთმინებას! ნუ შეურაცხყოფთ თავისუფლებისთვის დაღვრილი მებრძოლი ადამიანების სისხლს. ვის უბედავთ? პატრიოტ ადამიანებს დაარქვათ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები? ვის უბედავთ, მეგობრებს, პარტნიორებს დაარქვათ მტრები? გაიგეთ, ქართველი ხალხის ხმა და გაიწვიეთ კანონნი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგახევთ ამ კანონს თავზე.

თქვა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გასული წლის მარტის აქციების სახემ "ქალი ევროკავშირის დროშით" ნანა მალაშხიამ



ასევე ნახეთ
close დახურვა