logo
ENG


ნაცვლიშვილი: რუსული კანონის და ხელისუფლების პირობებში, EU-თან მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება
  • 332ნახვები

ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ რუსული კანონით საქართველო ევროკავშირში ვერ შევა. რუსული კანონი არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოს ევროპულ გზაზე. ამიტომ, კანონი უნდა იყოს გაწვეული და ასევე, თქვენ იცით, რომ ამ წლის ბოლოს უნდა ყოფილიყო მიღებული ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება - საქართველოს დაეწყო წევრობაზე, არა კანდიდატობაზე, წევრობაზე მოლაპარაკებები გაეხსნა ევროკავშირთან. რუსული კანონის და რუსული ხელისუფლების პირობებში, მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომ ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს და ასევე, ეტყვის არას რუსულ ხელისუფლებას.  

განაცხადა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა