logo
ENG


ბოტკოველი ოცნების კონტრაქციაზე: ისევ ვნახავთ ოცნების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს
  • 200ნახვები

ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ და მე დარწმუნებული ვარ თუ რას ფიქრობს თითოეული საჯარო მოხელე, რა სულისკვეთებით წამოიყვანენ მას აქ და დააყენებ აქციაზე, ჩვენ განცხადებებიც ვნახეთ ბევრი საჯარო მოხელეს... რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩვენ ისევ ვნახავთ ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს.

მთავარი არის ერთი რამ, რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება. რუსული კანონის მიღება ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროკავშირიდან.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ბოტკოველი ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა