logo
ENG


წილოსანი: 29-ში ვიკრიბებით მოქალაქეები, რომლებიც რუსეთს არ ეფარებიან
  • 635ნახვები

ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები:

ვისაც საქართველო უყვარს,
ვინც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს,
ვისაც მტკიცედ სწამს ევროპულ ოჯახში გაერთიანების,
ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია,
ვინც რუსეთს არ ეფარება და საკუთარ თანამოქალაქეებს არ აშანტაჟებს,
ვინც ბავშვებს და ახალგაზრდებს არ იყენებს ფარად, თავისი მავნებლური მიზნებისთვის,
ვინც საკუთარი ქვეყნისთვის სანქციებს არ ითხოვს,
ვინც საკუთარ ქვეყანაში ბომბების ჩამოყრას არ ითხოვს,
ვინც სიცრუის ტირაჟირებით არ ცდილობს სიმართლის გადაფარვას,
ვინც ჩვენს ქვეყანას პარტნიორი ქვეყნების თანასწორად თვლის,
ვინც რადიკალიზმს არ კვებავს განსხვავებული აზრის დევნით,
ვინც ძალადობას არ ახალისებს,
ვისაც არ გვსურს ნაცების ნაცისტური რეჟიმის უკან დაბრუნება.
მამული, ენა, სარწმუნოება!

წერს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა