რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დიახ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალურად არის ჩართული ამ პროცესებში უკვე და ისიც იქნება და მიმართავს საქართველოს საზოგადოებას.
ვფიქრობ, რომ მისი გამოჩენა და მიმართვა კიდევ ერთხელ იქნება სტიმული ქართული საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს. ეს არის ილიას სიტყვები და არა ის, რომ ჩვენი თავი ეყუდნეს უცხოელ პარტნიორს.
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ქართული ოცნების კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრებაზე.