logo
ENG


როიტენი: აგენტების კანონი ძირს უთხრის საქართველოს ამბიციას ევროპისკენ მიმავალ გზაზე
ტეის როიტენი
22 აპრ, 2024 21:17
როიტენი: აგენტების კანონი ძირს უთხრის საქართველოს ამბიციას ევროპისკენ მიმავალ გზაზე
  • 350ნახვები

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდების მშვიდობიანმა დემონსტრაციებმა. მოქალაქეებმა, რომლებიც ქუჩაში გავიდნენ დემოკრატიის დასაცავად. ველოდები, რომ ხვალ ევროპარლამენტში იქნება ნათელი სიგნალი, რომ აგენტების კანონი ნამდვილად ძირს უთხრის საქართველოს ამბიციას ევროპისკენ მიმავალ გზაზე...

ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, (მოსაწყენიც გახდა უკვე ეს და მანამდეც მითქვამს) - საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს მოსახლეობის ნებას. მათ უკვე რამდენჯერმე გამოხატეს თავიანთი ნება, განსაკუთრებით გასულ წელს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს ხელმძღვანელობას შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ ხალხს აქვს შემართება, რომ ხელისუფლებამ უნდა იაროს გზაზე, რომელიც ევროკავშირისკენ მიდის.

თქვა ევროპარლამენტარმა ტეის როიტენმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანიი]

ხვალ ევროპარლამენტში ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით დებატებია დაგეგმილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა