logo
ENG


მალაშხია: საჯარო მოხელეებს შევახსენებ, რომ ფიცი დადებული აქვთ ქვეყნის და არა პარტიის წინაშე
  • 317ნახვები

დარწმუნებული ვარ, აქ ბევრი საჯარო მოხელე დგას ჩვენთან ერთად, როგორც მე. საჯარო მოხელეებს პირველ რიგში შევახსენებდი, თუ ვის წინაშე აქვთ ფიცი დადებული - ქვეყნის და არა პარტიის წინაშე და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ.

მე ვეტყოდი მათ, რომ დღეს შიში, დუმილი ნამდვილად არის თანამონაწილეობა - თანამონაწილე ხდები შენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ მოვუწოდებდი მათ, არ გამოვიდნენ ხვალ პარტიულ შეკრებაზე. დავდგეთ ერთად და აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი.

ამბობს დროებასთან საჯარო მოხელე, გასული წლის მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო (ქალი ევროკავშირის დროშით) ნანა მალაშხია.



ასევე ნახეთ
close დახურვა