logo
ENG


ჰოჯესი: არ მესმის, რატომ ცდილობს მთავრობა მიეჯაჭვოს გვამს, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა
ბენ ჰოჯესი
01 მაი, 2024 11:16
ჰოჯესი: არ მესმის, რატომ ცდილობს მთავრობა მიეჯაჭვოს გვამს, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა
  • 1183ნახვები

პირველ რიგში, არ მესმის, რატომ ცდილობს [საქართველოს] მთავრობა თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა. კრემლში მთავრობის მუდმივ დაცემას ვხედავთ. შეიძლება ამით [საქართველო-რუსეთის დაახლოებით], მთავრობაში რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს, მაგრამ თავად საქართველოსთვის იქ კარგი არაფერი ხდება. უბრალოდ შეხედეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - მათ ვერაფრით ისარგებლეს რუსეთის ოკუპაციაში ყოფნისას.

საინტერესოა ისიც, რომ რუსი სამხედროები სომხეთიდან გაიწვიეს, რადგან ისინი უკრაინაში დასჭირდათ. ყველგან, სადაც რუსეთი თავის ბინძურ ხელებს ჰყოფს, ყველაფერი უარესდება, ან მთავრდება ქვეყნების მიერ იმის გააზრებით, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, მათთვის სასარგებლო არაა.

გარდა ამისა, ის რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელოვანია. სიტუაცია უკრაინაში რთულია, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთს თავიდანვე ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა, რუსეთმა უკრაინის მხოლოდ 5%-ის ოკუპირება შეძლო, ნახევარი მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, შავი ზღვის ფლოტის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ან სევასტოპოლიდან გაძევებულია. რუსეთისთვის ჰორიზონტზე სინათლეს ვერ ვხედავ, თუ ისე მოხდა, რომ ამერიკამ, გერმანიამ და დასავლეთმა უკრაინის დახმარება შეწყვიტეს - მხოლოდ ასე შეუძლია რუსეთს მოგება.

ასე რომ საქართველოს მთავრობამ, ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს, რა ხდება და გადაწყვიტოს თუ სადაა მათი მომავალი. სად აქვთ მათ საუკეთესო შანსი საქართველოს ახალგაზრდობის ნიჭისა და პოტენციალს გამოსაყენებლად? ეს ნამდვილად არ მოხდება მოსკოვში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ისარგებლებს ამით [საქართველოს მთავრობის] ზედა ეშელონებში და სულ ესაა.

ამბობს გენერალი ბენ ჰოჯესი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა