logo
ENG


ნაცვლიშვილი თავდასხმებზე: პასუხისმგებლობას ეკისრება ივანიშვილს, თანამონაწილეა შსს
  • 257ნახვები

საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მას მოუწევს ყველა ამ დანაშაულზე პასუხი აგოს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დანაშაულის თანამონაწილეა ასევე შსს, რომელიც გადაქცეულია პარტიის ქვედანაყოფად, მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებზე მყისიერი რეაგირების ნაცვლად, დაკავებულია დანაშაულის ჩაფარცხვით.

ერთ მხარეს დგანან მართალი, ძლიერი საქართველოს ათიათასობით მოქალაქე, რომელიც იცავენ სამშობლოს, მეორე მხარეს დგანან ლაჩრები, რომლებიც სახის დამალვით, უკნიდან მიპარვით ცდილობენ, რომ დააშინონ ადამიანები.

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესგია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.



ასევე ნახეთ
close დახურვა