ასე ხშირად არ ხდება, რომ გერმანელები, ბრიტანელები, ფრანგები ერთად ვიმყოფებით. ჩვენ კიევიდან ჩამოვედით, სადაც რუსული აგრესია მიმდინარეობს.
დღეს ჩვენ გული გვაქვს გახსნილი თქვენთვის. გამოიყენეთ მომენტი, შეახტით ბოლო ვაგონს იმიტომ, რომ კარი იხურება. არ მოხდეს ისე, რომ კარი დაიხუროს. ახალგაზრდები უნდა გავითვალისწინოთ. დაეხმარეთ ამ ქვეყანას, დაიცვას თავისი ევროპული მომავალი. ახლაა დრო, ხვალ შეიძლება, იყოს დაგვიანებული. გამოიყენეთ ეს მომენტი, არ დაუშვათ შეცდომები. ამერიკის უმაღლესი რანგის დიპლომატი აქ იმყოფება.. ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები და არა - აგენტები.
თქვა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ის ვიზიტით თბილისში იმყოფება.