logo
ENG


პრეზიდენტი მოქალაქეებს: ნუ მიეცემით უიმედობას, დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი მოყვანილია
  • 256ნახვები

გამარჯვებული და დაუმარცხებელია ერი, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგ, ამდენი ომისა და დაპყრობის მცდელობის შემდეგ, დღეს დგას თავისუფალი, ამაყი და უდრეკი. ეს თქვენი დამსახურებაა და ჩვენი საერთო მონაპოვარია. არასდროს დავივიწყებთ და არასდროს ვუღალატებთ იმ გმირებს თუ უცნობ ჯარისკაცებს, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს და მის დამოუკიდებლობას. ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს - გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ. მივმართავ სრულიად საქართველოს, ვიცი, რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი, დღეს რა განცდებითაც მისმენთ, მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ.

ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილი და შენარჩუნებულია. დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ის. არაა შემთხვევითი, რომ საქართველოსათვის გადამწყვეტ დროს, საქართველოს პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითო, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა