logo
ENG


კუბილიუსი: კანონის მიღებით კრიტერიუმები ირღვევა, მოლაპარაკებებზე მიწვევას არ უნდა ელოდოთ
  • 526ნახვები

როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირის ელჩები,რომლებიც მთავრობებს წარმოადგენენ, ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ მთავრობათაშორის კონფერენცია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების დაწყებაზე დაიწყება ივნისის ბოლოს და ეს გაკეთდება. საქართველო არაა ამ სიაში. ანუ რა მოხდება მომავალში, ჩვენ ამას ვიხილავთ, მაგრამ ნათელია, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც საქართველო არ შევა იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც გაწევრიანებაზე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის ,რომ მთავრობამ გაიტანა უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რომელიც შეფასდა ევროპული ყველა ინსტიტუტისა და ქვეყნების უმრავლესობის მიერ, როგორც ღრმა და უხეში დარღვევა კოპენჰაგენის კრიტერიუმისა.

საქართველო არღვევს კოპენჰაგენის კრიტერიუმს და იმ დროს, როცა ირღვევა კრიტერიუმი ასეთი კანონების მიღებით, საქართველო არ უნდა ელოდეს, რომ მოწვეული იქნება მოლაპარაკების დასაწყებად.

თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანი]

17 ივნისს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ "მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა".



ასევე ნახეთ
close დახურვა