logo
ENG


ჯაფარიძე დეკლარაციაზე: იდეა იყო შეთანხმება, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ რეჟიმის დამარცხება
  • 323ნახვები

ამ ერთობლივი დეკლარაციის შემუშავების და ხელმოწერის იდეა არის რამდენიმე ევროპარლამენტარის იდეა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია იმის თაობაზე თუ რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემებია, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, რაში ვხედავთ გამოსავალს და ა.შ. 

მათი იდეა იყო, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მომხდარიყო იმ საკითხებზე, რაზეც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ერთნაირი ხედვები და იქ, სადაც საჭიროა რესურსების კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ რეჟიმთან დაპირისპირება და შემდეგ არჩევნებში ამ რეჟიმის დამარცხება

აცხადებს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. ის ერთ-ერთია იმ 6 ოპოზიციურ პარტიას შორის, რომელმაც ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. 

სურვილის შემთხვევაში, დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მიეცემათ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა