logo
ENG


კვარაცხელია: ასე ერთიანად და გვერდში დგომით, ჩემი აზრით, ყველაფერს მივაღწევთ
  • 139ნახვები

დადებითად შევაფასებ [თამაშს] იმიტომ, რომ მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ... ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო [გულშემატკივრებს], მართლა არ ველოდებოდით, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა, ასე გვამხნევებდნენ, ძალიან დიდი მადლობა მათ. ასე ერთიანად და გვერდში დგომით, ჩემი აზრით, ყველაფერს მივაღწევთ და უფრო და უფრო წინ წავალთ. მადლობა თითოეულ მათგანს და იმათაც, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობს.

თქვა მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა