ჩვენი საარჩევნო სია, აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იყოს ახალი ხალხით დაკომპლექტებული. არავის არ მინდა ვაწყენინო, ძველი გვარდია ძალიან მნიშვნელოვანია, ვარდების რევოლუციის ის იდეალები გადამწყვეტია, მაგრამ სწორედ ვარდების რევოლუციის იდეალებზე აღმოცენდა ახალი ხალხი, ახალი ძალები, ახალი შემადგენლობა და ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში ეს ყველაფერი. ჩვენი ამოცანა არის ვკონცენტრირდეთ მომავალზე, ქვეყანა ყველაფერზე წინ, საქართველო უპირველეს ყოვლისა და პარტიები და თანამდებობები - ამის შემდეგ.
თქვა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელსაც დისტანციურად ჩაერთო.