logo
ENG


გახარია რუხაძეზე: ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, ეს დრო უკვე მოდის
  • 679ნახვები

გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.

ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის.

წერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებაზე. რუხაძემ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერს სისულელე უწოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა