logo
ENG


დოლიძე: ჩვენ არავისზე არ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის
ანა დოლიძე
17 ივლ, 2024 21:09
დოლიძე: ჩვენ არავისზე არ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის
  • 365ნახვები

ზუსტად სამი თვის წინ აქ, ამ მოედანზე, რიყეზე შეკრებილმა 300 000-მა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება, შეცვალეთ ხელისუფლება იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოოდ დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს დავალება, ახლა ვიყურებით გარშემო ძალიან ბევრი ტაძარია და ეს დავალება 100 წლის წინ გასცა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, როცა მან მიმართა თავის წერილში საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრა, ორი რამ გვინდა: საქართველოს დეოკუპაცია და მოგვეცეს ქართველებს საშუალება, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და დღეს ეს არჩევანი და მაშინაც იყო დასავლეთი და იყო ევროპა.

დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად და ეს ნაბიჯი არის გაერთიანება, ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს. 

[...] ჩვენ ვართ განსხვავებულები, გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ როგორც ქართულ ტრადიციებშია, ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის სიძლიერე. 

[...] ჩვენ არავისზე არ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის.

განაცხადა პარტია ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ.

ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა