logo
ENG


ცუცქირიძე: ხალხი მოითხოვს ცვლილებებს, გვაქვს ამბიცია, რომ ვიქნებით მისი მთავარი შემოქმედები
  • 363ნახვები

დღეს დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ოჯახი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის შუაგულში, ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, უფრო სწორად, მოითხოვდა და მე მოხარული ვარ, ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ თანამებრძოლებთან, ასეთ პროფესიონალებთან, ასეთ პატრიოტ ადამიანებთან ერთად შემოვდივარ ამ საქმეში. 

[...] საქართველოს სიძლიერე არის არა რუხ ფერებში გამოწყობილ ერთპარტიულ მონოტონობაში, არამედ მრავალპარტიულობაში, მრავალხმიანობაში, მრავალფეროვნებაში, ადამიანების ურთიერთპატივისცემაში, განსხვავებულთა ერთობაში, ერთად შემოქმედებაში და ეს არის სწორედ მრავალპარტიული დემოკრატია, ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ეს კოალიცია, ეს ახალი ერთობა სწორედ ამის ნიშანია. ჩვენ შორის შეიძლება ბევრი განსხვავება იყოს, მაგრამ ფუნდამენტური ფასეულობები, ის ხედვა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ვითარების, არის საერთო და ეს ფუნდამენტი არის ძალიან მყარი. 

საქართველოში იწყება ახალი ეპოქა, ქართველი ხალხი მოითხოვს ცვლილებებს და გვაქვს ამბიცია, რომ ვიქნებით ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედები. აქ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ აკეთონ თავისი საქმე, არ ეშინიათ ბრძოლის და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ამაზე კარგ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს თქვენ საქართველოში ვერ ნახავთ. იყავით ჩვენ გვერდით, ვიბრძოლოთ ერთად. არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს, არ დავიღალოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაციაზე. 

ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ



ასევე ნახეთ
close დახურვა