logo
ENG


ოქრიაშვილი ოცნებას: დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს - თქვენი წამზომი ჩართულია!
  • 287ნახვები

გუშინ გამოქვეყნდა Edison Research-ის პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში. რას წარმოადგენს Edison Research? ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მკვლევარი ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც მთელი მსოფლიო ენდობა.

ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს ქართულ ოცნებას.

დღეს კი, ამ მონაცემებთან დაკავშირებით, ოცნების მთელს "ლიდერშიპს" სიმწრის ქილიკი აქვს გამართული.

ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, - თქვენი წამზომი ჩართულია!

წერს Facebook-ზე პარტია პროგრესი და თავისუფლებას ლიდერი კახა ოქრიაშვილი Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ოპოზიციურ კოალიციას უფრო მეტი უჭერს მხარს, ვიდრე ქართულ ოცნებას.



ასევე ნახეთ
close დახურვა