logo
ENG


ოდიშარია დახმარების შეწყვეტაზე: ასეთი განცხადებები არ ჯდება მეგობრობის ჩარჩოებში
  • 343ნახვები

დასანანია და გულდასაწყვეტია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასეთი ტიპისა და შინაარსის განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით, უწყვეტს საქართველოს მთავრობას პირდაპირ დახმარებას, 95 მილიონს, თითქოს ეს დახმარება საქართველოს მთავრობას სახლში მიჰქონდა ან ქართული ოცნების ხელისუფლება ერთმანეთში ინაწილებდა. ნებისმიერი ცენტი, რომელიც მოემართებოდა საქართველოს ხელისუფლებისაკენ, ბუნებრივია, ქართველ ხალხს ხმარდებოდა, განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისგან, რომელსაც ავაზაკი NGO-ები სახლში მიარბენინებენ ან იყენებენ ლგბტ პროპაგანდისთვის და რევოლუციების მოწყობისათვის.

მე მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, ასეთი ტიპის განცხადებები არ ჯდება პარტნიორული ურთიერთობების, მეგობრობის ჩარჩოებში. ზოგადად ქართველ ერს მადლიერება ახასიათებს, მაგრამ, ასევე, მათ უნდა შეწყვიტონ მსჯელობა ქართველი ხალხის ზნისა და ჩვეულებების შესახებ ლომჯარია-გიგაურის დუეტისა და მათნაირი ადამიანების მიხედვით. ჯობია ქართველ ხალხზე იმსჯელონ ქართველი ხალხის მიხედვით. ქართველი კაცი მადლიერია, მაგრამ დაყვედრებული არავისი არაფერი უნდა. ეს უნდა იცოდნენ. ეს გამონათქვამი ხალხურია და ძალიან მიღებულია...

ეს წლები ჩვენ გვაქვს პირობების, საფეხურების, გამოცდების, არ დასრულდა ჩვენი აბიტურიენტობა ამ პროცესში. "ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს", ეს გამოთქმა სუვერენულ სახელმწიფოსთან არ არის თავსებადი. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

თქვა ქართული ოცნების წევრმა ბექა ოდიშარიამ პალიტრანიუსის ეთერში. 

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს



ასევე ნახეთ
close დახურვა