logo
ENG


შაჰინი: არ ჩანს, რომ პრემიერი ურთიერთობის გაგრძელებით დაინტერესებულია - იმედგაცრუებას იწვევს
ჯინ შაჰინი
11 აგვ, 2024 10:55
შაჰინი: არ ჩანს, რომ პრემიერი ურთიერთობის გაგრძელებით დაინტერესებულია - იმედგაცრუებას იწვევს
  • 253ნახვები

იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერმინისტრმა არ გაკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს, ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ადრეც ვახსენე, თუნდაც ის განცხადება, რომ გადატრიალებას გეგმავდა ამერიკის მთავრობა საქართველოში, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერმინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც შეუძლიათ მათ მომავალში, რათა განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც გვქონდა საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში, რაც იყო მტკიცე ურთიერთობები. აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში - ვესტუმრე ახალგაზრდების ჯგუფს გუშინ, შთამბეჭდავი იყო. სიამოვნებით მონაწილეობენ პროგრამაში, რომელიც ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ. ძალიან აფასებდნენ ამ მხარდაჭერას. იგივე მოვისმინეთ ფერმერებისგან, მეწარმეებისგან - ვისაც გუშინ შევხვდით. ეს არის აშშ-ის ფოკუსი - ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს მხარს ვუჭერდით. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით.

ასე შეაფასა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან გუშინდელი შეხვედრა. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა