logo
ENG


კობახიძე: ზურაბიშვილი არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, მარიონეტი
  • 318ნახვები

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი, ის არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მარიონეტი, შესაბამისად, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და მან თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ნაცმოძრაობამ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, შესაბამისად, ამ მომენტიდან ის არის უკვე არა საქართველოს, არამედ რეალურად ის არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი, შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა