logo
ENG


ტერნერი: აუცილებელია, ოქტომბრის არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე
  • 306ნახვები

აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად.

აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის ურყევი და ღრმა ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობებისადმი, ისევე როგორც მისგან მიღებული მოწვევისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ დროს, მონაწილეობა მიმეღო ამ ვიზიტში.

ამბობს საქართველოში ვიზიტის შემდეგ სენატორ ჯინ შაჰინთან ერთობლივ განცხადებაში კონგრესმენი მაიკლ ტერნერი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა