logo
ENG


ქოჩორაშვილი: მოვუწოდებ გოგოებს, იაქტიურონ - საქართველოში მაგრად ვითარდება ქალთა ფეხბურთი
  • 320ნახვები

ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღე არის დღეს, როდესაც უკვე 135-მა ბავშვმა მოახერხა ვარჯიში საქართველოში, კერძოდ დიდ დიღომში. ძალიან გახარებული ვარ, ასევე გულნატკენი, იმიტომ რომ ყველა ბავშვმა ვერ მოახერხა დარეგისტრირება, თუმცა მათ დასაწყნარებლად მინდა მოვუწოდო, რომ არასდროს დანებდნენ, პირიქით, ივარჯიშონ, იშრომონ და ახლო მომავალში დაიგეგმება ისევ ისეთი კემპი ან უფრო მაგარი, იქნება ეს ლევანტესთან თუ ლევანტეს გარეშე.

და მინდა ასევე მოვუწოდო გოგოებს, რომ იაქტიურონ. საქართველოში ძალიან მაგრად ვითარდება ქალთა ფეხბურთი. ვხედავთ ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრები რა დონეზე თამაშობს და რა თქმა უნდა, შემდეგ შეკრებებზე აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გოგოებმაც მიიღონ მონაწილეობა.

რაც შეეხება იმ ბავშვებს, ვინც ვერ მოახერხებს ვალენსიაში წამოსვლას, ან ვერ მოხვდა რეგისტრაციაზე, მინდა მოგიწოდოთ, რომ არასდროს დანებდეთ. ვიცი, რა გზაც არის ეს. ფეხბურთი არ არის ადვილი, უნდა იყო ფსიქოლოგიურად ძალიან მზად, მაგრამ, მოგიწოდებთ, რომ არასდროს არ დანებდეთ, გააგრძლეთ შრომა და აუცილებლად, როგორც ღმერთი, ასევე ფეხბურთი დაგიფასებთ ყველაფერს.

თქვა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. 

გიორგი ქოჩორაშვილის ინიციატივით, თბილისში, ესპანური კლუბის - ლევანტეს წარმომადგენლებმა ბავშვებისთვის საჩვენებელი ვარჯიშები დაიწყეს. ისინი შეხვედრას ხვალაც გამართავენ და ფავორიტებს ვალენსიაში მიიწვევენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა