logo
ENG


ვაშაძე: კეთილდღეობით EU-სკენ, უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც მოაქვს ოცნებას
  • 312ნახვები

ორი თვეა დარჩენილი იმ დიდი გადაწყვეტილების წინ, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან მარტივია. დიახ, მარტივია ეს გადაწყვეტილება - ერთი მხრივ არის კეთილდღეობა ევროპაში, მეორე მხრივ არის სიღატაკე იზოლაციაში.

ჩვენ, ერთიანობას მოგვაქვს კეთილდღეობა ევროპაში, ქართულ ოცნებას მოაქვს სიღატაკე იზოლაციაში.

ჩვენ მოგვაქვს ევროპული ინვესტიციები და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ისინი ბლოკავენ ევროპულ ინვესტიციებს და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

ჩვენს შემოგვყავს მსოფლიო გიგანტური კომპანიები, რომ საწარმოები გაიხსნას ყველა რეგიონში. მათ კი უნდათ, რომ მხოლოდ თვითონ გამდიდრდნენ და ხალხი იყოს უკიდურესად გაჭირვებული და ინვესტიციას არ უშვებენ ქვეყანაში.

ჩვენ გთავაზობთ ერთიანობას, ისინი გთავაზობენ დაპირისპირებას, ჩვენ გთავაზობთ, რომ ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და დიდი ეროვნული თანხმობით შევაბიჯოთ ევროკავშირში. ისინი კი გვეუბნებიან, რომ თურმე უნდა გვძულდეს ერთმანეთი და რომ ერთმანეთში მტერს უნდა ვეძებდეთ.

ასეთი ცალსახაა ეს არჩევანი და ამიტომ ვამბობთ, რომ კეთილდღეობით ევროკავშირისკენ და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც მოაქვს ქართულ ოცნებას.

ჩვენ მთელ საქართველოში დავდივართ, ყველას ვესაუბრებით და ისე, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. სწორედ ძალა ერთიანობაშია, ერთიანობას შეუძლია გადატეხოს ის პრობლემები, რაც არის.

თქვა ერთიანობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა