logo
ENG


ხაზარაძე: ქართულ ოცნებას ეკლესიის თემით მანიპულირება უნდა
  • 427ნახვები
12 წელია "ქართული ოცნება" და ბიძინა ტყუილში აცხოვრებს ჩვენს მოქალაქეებს. 100 ქარხნის აშენებით, თითო სოფელში 5 მილიონის დარიგებით, უფასო ფულით, ტარიფების განახევრებითა და კიდევ უამრავი ცრუ დაპირებით მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება და ახლა
ეკლესიის თემით უნდათ მანიპულირება.
 
აქვე ვიტყვი, საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე არ არსებობს და არც იარსებებს!
დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა კონსტიტუციური შეთანხმებით - კონკორდატის საშუალებით რეგულირდება. ამ მოლაპარაკებასა და დოკუმენტის შექმნაში მეც აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული, რითაც ვამაყობ. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის სტატუსი, კონსტიტუციის შემდეგ.
 
თუ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით. თუ ეს ასეა, ჩვენ ახლავე დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შეთავაზება ეკლესიისთვის მისაღები იქნება.
 
ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს.
 
P.S არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბიძინა და "ოცნებაა" რომლის "სუსი" უსმენს, იწერს და მერე ეკლესიის შანტაჟისთვის "კრებსებს" ასაჯაროებს.

წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, სადაც ქართული ოცნების სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების ინიციატივასა და მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას გამოეხმაურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა