დასრულდა 2024 წლის 2 სექტემბრის სამუშაო დღე.
ხვალიდან, ქართული ოცნების გამო ათასობით არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, ლიკვიდაციის ტოლფასი ჯარიმების წინაშე დადგება. ეს ის ორგანიზაციებია, ვინც ადგნენ და მორალური, თუ ღირებულებითი სიმტკიცის საოცარი მაგალითი აჩვენეს - სულ ცალ ფეხზე დაიკიდეს რუსული მთავრობის, რუსული კანონი. მე, დღეს, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ GDI არის იმ ორგანიზაციებს შორის, ვინც არ ემორჩილება რუსულ კანონს.
ვფიქრობ, მომავალი პერიოდი არ იქნება მარტივი. სიმტკიცის, ღირებულებების, ადამიანობის, ერთგულებისა და ყველაფრის ერთად გამოცდის პერიოდია. თუმცა, ჩემთვის, მხოლოდ პატივია, საქართველოში ავტორიტარიზმის დროს, ვიყო აქ და ვამაგრებდე ადამიანის უფლებების დაცვის ბარიკადებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს კოლეგას, ვინც რუსული კანონის არ მორჩილებისა და მტკიცე ბრძოლის გზა აირჩია.
თითოეული ჩვენგანის უარი - რუსულ კანონს, რეალურად ბრძოლის ველზე ერთმანეთისთვის მხარდამხარ დგომის განაცხადია. ეს ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და ამავე დროს, მხოლოდ ერთი სწორი გზა იყო! არა რუსულ კანონს!
აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი. რუსული კანონის ფარგლებში შექმნილ "აგენტბის" ბაზაში რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს 18:00 სააათზე ამოიწურა.