logo
ENG


აქუბარდია: რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიის ნაბიჯებს, ოცნება ასუსტებს ეროვნულ ინტერესებს
  • 203ნახვები

დღეს მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რამდენად ყალბია ოცნების ილუზორული განაცხადი ტერიტორიული მთლიანობაზე. ასევე, თუ როგორ "ეხმარება" არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს გავლენების გაზრდაში მთელი საქართველოს მასშტაბით თუ ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ, ოკუპირებულ აფხაზეთში.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით აძლიერებს ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა დეფაქტო პარლამენტმა მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი, როგორც ეს თბილისში მოხდა, პროტესტის შედეგად შეჩერებული ე.წ. კანონი აპარტჰოტელებზე და უცხოელ ინვესტორებზე.

ბუნებრივია, მაშინ, როცა ოცნებამ მიიღო რუსული კანონი, რუსეთი ახლა გაზრდის ზეწოლას მის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა წარსულში და შეჩერებული იყო.

შესაბამისად, რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ხოლო ოცნების მთავრობა დასავლეთთან დაპირისპირებით კიდევ მეტად ასუსტებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მეტიც, თავად აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შამბაც კი, თავის ინტერვიუში, ფაქტობრივად, აღიარებს დასავლეთის როლს არაღიარების პოლიტიკის პროცესში, სადაც აფხაზეთის გაეროში წევრობის მიზანზე საუბრობს. შესაბამისად, დასავლეთისგან იზოლაციის პროცესში ოცნების პოლიტიკის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერდება რუსეთის პოზიციები, როგორც ოფიციალურ თბილისზე, ისე ოკუპირებულ აფხაზეთზე და ამ ვითარებაში მეტი საფრთხე ექნება ჩვენს მიზანს რეალური სუვერენიტეტის და მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანების შესახებ ევროპულ ოჯახში წევრობით.

ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის, ნამდვილი სუვერენიტეტის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზაციის რეალური შესაძლებლობაა. ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოს ინტერესების არათუ დაცვას, არამედ წინ წაწევას!

თქვა ბრიფინგზე გახარია - საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა