logo
ENG


კვარაცხელია: რაც დღეს ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო
  • 154ნახვები

ჩემთვის ეს ანგარიში არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის - ევროპაზეც დავამტკიცეთ. დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, იმიტომ რომ B ჯგუფში არ არის ხელწამოსაკრავი არც ერთი გუნდი და ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ს მოგება, ჩემი აზრით ძალიან დადებითია, მაგრამ რაც დღეს ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო. ვილი სანიოლიმ მოგვცა ტაქტიკური დავალებები, რომელიც ჩვენ შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ და 1 გოლით შევედით. დადებითად ვაფასებ მთლიან თამაშს. ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ყველა თამაშზე მოსაგებად დავდივართ და შევეცდებით, რომ მოვიგოთ ალბანეთთანაც.

განაცხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა