logo
ENG


ობრაიენი: გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში
ჯიმ ობრაიენი
08 სექ, 2024 11:33
ობრაიენი: გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში
  • 244ნახვები

ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, იმისთვის რომ ეს მოხდეს საჭიროა ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროებისა და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა. რაც შეეხება [ე.წ. რუსულ] კანონს, ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ - ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ - ეს კანონი ამას არ აკეთებს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთ-ერთი საკითხი ისაა, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით - საუბარია იძულებაზე.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა