logo
ENG


ობრაიენი: ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა - ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად
ჯიმ ობრაიენი
08 სექ, 2024 11:49
ობრაიენი: ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა - ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად
  • 239ნახვები

ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა. ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით თუ ის გარეთ - ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. უცნაურია, რომ ქართული ოცნება კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ - ეს სასაცილო კომენტარია. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90%-ს, სურს ევროპისკენ წასვლა და ესაა მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედება, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღება შეძლოს.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა