logo
ENG


ობრაიენი: ოცნება ცდილობს უთხრას მოქალაქეებს, ყველაფერი რიგზეა - არა, ყველაფერი რიგზე არაა
ჯიმ ობრაიენი
08 სექ, 2024 13:24
ობრაიენი: ოცნება ცდილობს უთხრას მოქალაქეებს, ყველაფერი რიგზეა - არა, ყველაფერი რიგზე არაა
  • 269ნახვები

ისინი უარყოფენ რეალობას, არ აღიარებენ მას. მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ჩვენ დახმარების 95 მილიონი დოლარი შევუწყვიტეთ. ევროკავშირმა დაახლოებით ამდენივე ოდენობა შეუზღუდა. ევროკავშირიც ამბობს, რომ ვერ წახვალთ წინ ევროპისკენ. და ქართული ოცნება ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა. საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს. იქ არსებობს მკაფიო წესები. ამ წესებზე პასუხისმგებელი პირები გეუბნებიან, რომ შენ შეცდომა დაუშვი. შეიმუშავე ცუდი კანონი. კიდევ ორი ახალი ცუდი კანონის შემუშავების ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ის, რაც მას ასე ძალიან სურს

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა