logo
ENG


ჭიაბერაშვილი: სენატში მოსმენას დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევანის ჩამოყალიბებაში
  • 166ნახვები

რაც სენატში მოსმენაზე ითქვა არის საყურადღებო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოსმენას იმ არჩევანის ჩამოყალიბებაში, რაც საქართველოს ელოდება 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს კეთილდღეობა ევროპაში და მეორე მხარეს არის ქართული ოცნების იზოლაცია სიღატაკეში. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ქართველმა ხალხმა სენატში მოისმინა.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ოცნება გახდა ბარიერი, წინაღობა ქართველი ხალხისთვის, რომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და მიიღოს მათ შორის 14 მილიარდიანი მხარდაჭერა, ზუსტად ამას გულისხმობდა ამერიკელი სენატორი, როდესაც ამბობდა, რომ ქართველმა ხალხმა ქართული ოცნება უნდა ჩამოაცილოს ძალაუფლებას და ქართველი ხალხისთვის გაიხსნება უზარმაზარი შესაძლებლობა.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ოცნება ხელიდან უშვებს იმ უზარმაზარ დახმარებას, მათ შორის 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც შეიძლება საქართველოსკენ წამოვიდეს. ქართული ოცნების მიზანია თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გაღარიბდეს და გაიქცეს აქედან. სამწუხაროდ, ქვეყანა იცლება და თქვენ ამას ხედავთ ყველანი

ასე გამოეხმაურა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სენატში გამართულ მოსმენას, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა