logo
ENG


სააკაშვილი ივანიშვილზე: ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა - ღალატი ჩაიდინა
  • 436ნახვები

გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება.

ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!

წერს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ოლიგარქმა აგვისტოს ომში არა რუსეთი, არამედ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა