logo
ENG


ბოკუჩავა: ივანიშვილი თავის განცხადებაზე ქართველი ხალხისგან პასუხს 26 ოქტომბერს მიიღებს
  • 330ნახვები

ივანიშვილის განცხადება გორში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ამაზრზენი მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მან გააკეთა. რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს, რომ მათ ჩვენ ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე?

საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის. ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის სწორედ ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს.

ამბობს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

ივანიშვილმა გორში თქვა, რომ "არჩევნების შემდეგ გამოძებნიან ძალას, ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".



ასევე ნახეთ
close დახურვა