logo
ENG


წილოსანი: ამ ქვეყანაში იმდენი თავდადება გაუკეთებიათ, სანქციები ამასთან შედარებით არაფერია
  • 328ნახვები

ამ ქვეყანაში ისტორიულად იმდენ ადამიანს იმდენი თავდადება გაუკეთებია, ჩვენი დასანქცირება ამასთან შედარებით ნამდვილად არაფერი არ არის. ამ სანქციების განმცხადებელმაც კი არ იცის რის საფუძველზე, რატომ...

ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არ მოუყოლია არც საჯაროდ და არც არასაჯაროდ, რისთვის ასანქცირებენ ამ ადამიანებს. გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად უხეში ჩარევაა, (თუ ისინი საქართველოს საერთოდ სახელმწიფოდ აღიქვამენ) საქართველოს სახელმწიფოს საქმიანობაში მით უფრო, რომ ნებისმიერი დასანქცირებული ადამიანის მიმართ არანაირი სისხლის სამართლის დევნა, არც რაიმე დადასტურებული ბრალი არსებობს.

ამბობს ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი TV პირველთან.

აშშ-მა პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა