logo
ENG


ბესელია სანქციებზე: ოცნებაში არ იმჩნევენ, აუბრალოებენ, მაგრამ ამის იქით არის ღელვა, შიში
ეკა ბესელია
17 სექ, 2024 11:24
ბესელია სანქციებზე: ოცნებაში არ იმჩნევენ, აუბრალოებენ, მაგრამ ამის იქით არის ღელვა, შიში
  • 412ნახვები

მათთვის [ქართული ოცნების წევრებისთვის] არ არის სანქციები იოლად მისაღები. არ იმჩნევენ, აუბრალოებენ, კომენტარებში თითქოს ამბობენ, რომ ვიღაც არ წავა ამერიკაში და ა.შ, მაგრამ ამის იქით არის დიდი ღელვა, დიდი წუხილიც და შიშიც.

აწუხებთ, მაგრამ ვეღარაფერს შვრებიან, იქ გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი, ეს არის ივანიშვილი, არავინ სხვა, არც ერთი, არავინ მეგულება, ვინც იმას მაინც ეტყვის, რომ ასე ხომ არ გავაგრძელებთ, რაღაც ხომ უნდა შევცვალოთ.

შეცდომას შეცდომაზე რომ უშვებს და გორში ჩატარებულმა შეხვედრამ მოხსნა ყველა ანტირეკორდი, უმძიმესი იყო. ესეც იმიტომ, რომ არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ ასე არ შეიძლება, ეს სახიფათოა.

ამბობს ფორმულას გადაცემა გაიღვიძე საქართველოს ეთერში პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი ეკა ბესელია აშშ-ის მიერ ქართული ოცნების წევრების დასანქცირებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა