logo
ENG


ნინო ხარატიშვილი: ჩვენი მშვიდობა ილუზიას ჰგავს - ყველა ფლანგზე შესულია სიძულვილი, შიში
  • 295ნახვები

უკანასკნელი გადაწყვეტილებების პოლიტიკური და საზოგადოებაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნამდვილად მექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ, ჩვენი მშვიდობა ილუზიას ჰგავს, იმიტომ რომ, თითქოს ყველა ფლანგზე, ყველა შრეში შესულია სიძულვილი, შიში, დაძაბულობა, მტრობა და ნამდვილად, ამ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება [კესარია აბრამიძე] - პიკი იყო ჩემთვის, ამ სიძულვილმა ყველაზე მანკიერი, ყველაზე მახინჯი სახე ჩემთვის ზუსტადაც მანდ შეიძინა და ძალიან დამთრგუნა ამ ყველაფერმა, არა მარტო ამან, მაგრამ ეს იყო ალბათ ბოლო წერტილი, რის გამოც გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენი მშვიდობა ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ მშვიდობად გვასაღებენ.

ახლა უიმედობის დრო არ არის, ახლა მუხლებზე ხელებს ვერ დავიკრეფთ, ეს არაფერს შეცვლის, პირიქით, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, გამოვხატოთ, იმიტომ რომ თითოეული საზოგადოების წევრი ქმნის ამ საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უიმედოდ ვიყოთ და ეს იმედი გადავიწუროთ. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა, რომელიც დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდება. არჩევნები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ის შანსი, რომ ჩვენ აქტიურად, როგორც დემოკრატიულმა საზოგადოებამ, მივიღოთ ამ საზოგადოების მშენებლობაში მონაწილეობა, თითოეული ჩვენგანის ხმა არის გადამწყვეტი.

თქვა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა ფორმულას გადაცემაში "მარტივი ფორმულა". 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა