logo
ENG


რაქვიაშვილი: 26 ოქტომბერს ჩავშლით საქართველოს ანექსიის რუსულ გეგმას
  • 173ნახვები

ლავროვის განცხადებებში და არც ზატულინის განცხადებებში ახალი არაფერია. 16 წელია უკვე რუსეთი მოითხოვს საქართველოსგან აღიაროს ე.წ. ახალი რეალობა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია პირველად დაემთხვა ამ საკითხში რუსეთის ხელისუფლების პოზიციას. ნათელი და თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო გადაუფორმოს რუსეთს.

ამ ოპერაციის პირველი ფაზა იყო დასავლეთის მტრად გამოცხადება და ჩვენი, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მოკავშირეებისგან საქართველოს იზოლირება. მეორე ფაზაში 2008 წლის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულება, რითიც ივანიშვილმა დაადასტურა და დაეთანხმა რუსეთის ნარატივს, რუსეთის მტკიცებას, რომ საქართველოში შემოჭრა, მისი ტერიტორიების ოკუპაცია, აღიარება, ეს ყველაფერი გაკეთდა ოსების და აფხაზების გენოციდის შეჩერებისთვის. მესამე იქნება დე იურე საქართველოს სამ ქვეყანად გაფორმება და მათ შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება რუსული მშვიდობის გარანტიებით.

ამ სცენარში, თუ გახსოვთ, 2014 წელს ანალოგიურად, ყირიმში რუსეთმა მწვანე პატარა კაცუნების მეშვეობით მიაღწია წარმატებას. დღეს საქართველოში თავის განზრახვას პატარა ლურჯი მეოცნებე კაცუნების ხელით აპირებს. მესამე ფაზაში საქართველო ფაქტობრივად იქნება რუსეთის მიერ შეწონილი ისევე, როგორც ეს მოხდა სოხუმია და ცხინვალის შემთხვევაში. ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს, ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობასთან და ქართულ საზოგადოებასთან ერთად 26 ოქტომბერს ჩამოვაშორებთ პუტინის რეჟიმს ამ ქვეყანას და ჩავშლით საქართველოს ანექსიის რუსულ გეგმას.

ამბობს ძლიერი საქართველოს წევრი დავით რაქვიაშვილი სერგეი ლავროვის განცხადებასა და ქართული ოცნების პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა