logo
ENG


ჰერჩინსკი: მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას EU-ს აშორებს
  • 249ნახვები

მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ბევრი რთული, ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ქვეყნის პარლამენტის, თქვენი მთავრობის მიერ. [გადაწუვეტილებები] რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დააახლოოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ეს შეუთავსებელია ფასეულობებისა და პრინციპებისადმი, რომლებზეც აშენდა ევროკავშირი. ვლაპარაკობთ შეთანხმებებზე, რომლებიც მოიცავს თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, როგორც ღირებულებებს, რომლებიც აბსოლუტურად არ ექვემდებარება მოლაპარაკებებს.

ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, მიღებული საქართველოს მთავრობისა თუ პარლამენტის მიერ ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. ჩვენ ხმამაღლა და ცხადად ვთქვით, რომ ყალბი ნარატივები, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც მიზანში იღებს დასავლეთს ზოგადად და კონკრეტულად ევროკავშირს, მიუღებელია ქვეყნისგან, რომელიც ისწრაფვის რომ შეუერთდეს ევროკავშირს. და სამწუხაროდ ეს შეთქმულების თეორიები, ნარატივები, უცნაური თეორიები კიდევ გრძელდება.

 

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა