logo
ENG


დოლიძე: წინასწარ კანდიდატებსა და თანამდებობებზე საუბარი არ არის სასარგებლო
ანა დოლიძე
08 ოქტ, 2024 12:32
დოლიძე: წინასწარ კანდიდატებსა და თანამდებობებზე საუბარი არ არის სასარგებლო
  • 245ნახვები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის როლი სახელმწიფოში, ის არის მნიშვნელოვანი ხმა ქართველი ხალხისა დასავლეთში, ჩვენი პარტნიორების წინაშე, ჩვენ ქარტიას მოვაწერეთ ხელი, შესაბამისად, დღეს ვაპირებთ, რომ პრეზიდენტთან მივიდეთ კონსულტაციაზე.

ვფიქრობთ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მოგვისმინონ, ჰქონდეთ იმედი გამარჯვებისა და მოგვისმინონ, რა დაპირებას ვაძლევთ მათ, რომ მართლა მივხედავთ ამ ქვეყანას 27 ოქტომბრის შემდეგ, წინასწარ კანდიდატებსა და თანამდებობებზე საუბარი არის კონტრპროდუქტიული და არ არის სასარგებლო.

თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შესვლამდე. ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს. პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას უკვე ჰყავს პრემიერმინისტრობის კანდიდატი.



ასევე ნახეთ
close დახურვა