logo
ENG


ვაშაძე: არ ყოფილა კანდიდატების განხილვა, გვექნება კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტნიორებთან
  • 208ნახვები

მოვისმინეთ პრეზიდენტის პოზიცია - ამ არჩევნებში ქართველი ხალხი იმარჯვებს და მარცხდება ქართული ოცნება, ჩვენ წავალთ ევროკავშირის მიმართულებით და ეს უპირობოა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი რაზეც საუბრობს, ოპოზიციაში შედგება თუ არა შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე - მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში შედგება ეს შეთანხმება. ყველა შემთხვევაში, ეს უნდა იყოს არჩევნების მერე, რაც კონსტიტუციითაც ასეა. რაც შეეხება - კონკრეტული კანდიდატების ვინაობაზე არ ყოფილა საუბარი, არჩევნებამდე ვის გულისხმობს პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში. [...]

არ ყოფილა დღეს კანდიდატების განხილვა. მინდა, რომ კოორდინირებულად ვიყოთ ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებთან, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება გარკვეული კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს, გუნდთან უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

თქვა კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. 



ასევე ნახეთ
close დახურვა