logo
ENG


მიქსერი: ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის მისწრაფების წინააღმდეგ იმუშავა
სვენ მიქსერი
08 ოქტ, 2024 19:40
მიქსერი: ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის მისწრაფების წინააღმდეგ იმუშავა
  • 226ნახვები

საკუთარ თავს შემიძლია ვუწოდო საქართველოს მეგობარი. მე ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებასთან დაკავშირებით ევროპული და ევროატლანტიკური თვალსაზრისით. ეს იყო უდიდესი ნაწილის მისწრაფება საქართველოში, მაგრამ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ეწინააღმდეგება ამ მისწრაფებებსა და იდეალებს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. კანონის მიღება, რომელიც სერიოზულად ზღუდავს არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას, რომელიც ახორციელებს უმცირესობების შევიწროებას, გახლავთ ნაბიჯები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს საქართველოს მხრიდან.

ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრები მაქსიმალურად მხარს უჭერდნენ საქართველოს, მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი პირობებზე დაყრდნობით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებების წინააღმდეგ იმუშავა და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია არჩევნების შესაბამის დონეზე ჩატარება, როცა საქმე ეხება ევროპული მისწრაფებების ქვეყანას, მაგრამ პლურალიზმი და დემოკრატია ამ ჩარჩოებს სცილდება. დიდი იმედი გვაქვს, საქართველო შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც გაცხადებული აქვს. [სინქრონული თარგმანი]

თქვა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა