logo
ENG


ნაცვლიშვილი: 26 ოქტომბერს ხალხს ექნება ძალა, უთხრას არა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას
  • 283ნახვები

გუშინ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მოისმინა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ქართული ოცნების რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის გამო, გაჩერდა. ასევე მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბრის შემდეგ არ შეიცვლება რუსული ხელისუფლება, ასევე, შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა.

საქართველოს მოქალაქეებმა ოცნების პოლიტიკის გამო, უკვე დაკარგეს მილიონობით ლარის დახმარება. ამასთან შეგუება უკვე დაუშვებელია. საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ ასეთ ხელისუფლებას.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, 17 დღეში ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ, მატყუარა, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, უთხრას კი საქართველოს მომავალს.

ჩვენ 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები: საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პარტია ლელო, ანა დოლიძე - ხალხისთვის, ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები და თავისუფლების მოედანი ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ ქართველი ხალხის ნებით და დავალებით 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გადავდგათ ძლიერი და რეალური ნაბიჯები იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და უსწრაფესად გავიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო.

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საქართველოს შეასახებ.



ასევე ნახეთ
close დახურვა