logo
ENG


რენდი: ჩარევით რუსეთი ცდილობს, საქართველოს მთავრობა და ხალხი თავის ორბიტაში დააბრუნოს
დაფნა რენდი
10 ოქტ, 2024 11:53
რენდი: ჩარევით რუსეთი ცდილობს, საქართველოს მთავრობა და ხალხი თავის ორბიტაში დააბრუნოს
  • 202ნახვები

ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ აქტიურად სცადოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობების გადატრიალება და არევა, და სამიზნეში ყველაზე სუსტები და მოწყვლადები ამოიღო. ამისთვის სახელმძღვანელო არსებობს, რომლითაც რუსეთი თავის ახლო სამეზობლოში, თუმცა ასევე სხვაგან მსოფლიოშიც, ხედავს, სადაც პარტიებს შორის ან მმართველი ელიტების ფრაქციებს შორის შიდა დაპირისპირებაა, ძალიან ცდილობს, რომ არიოს ეს დემოკრატიული კონკურენცია. ეს არის მათი მეთოდი.

მინდა, ცოტა რამ საქართველოზე ვთქვა, რადგან ჩვენთვის, შეერთებული შტატების მთავრობისთვის ეს ძალიან საგანგაშოა. ქართული ოცნების 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, სახეზეა ძალიან კონკურენტული არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ტარდება. ვხედავთ, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს, მხარი დაუჭიროს მმართველ პარტიას, რომელმაც დააკოპირა ის, რაც რუსეთმა თავისთან გააკეთა, მაგალითად, "უცხოური აგენტების" კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, განსხვავებული იდეების გამოხატვის შესაძლებლობას, ხელისუფლების კრიტიკას, ახალი იდეების შემოთავაზებას - რაც აქ, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) ყველამ იცის, რომ ჯანსაღი არჩევნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული რუსეთი და ქართული ოცნება ბევრს ცდილობენ შეამჭიდროონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, იმდენი გზით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში, ვუპასუხეთ სავიზო სანქციების მექანიზმის გამოყენებით, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ხალხს, რომლებმაც აგენტების კანონის იდეა მოიფიქრეს. ასე რომ, ძალიან ვღელავთ ამ არჩევნებზე, ვინაიდან, ის სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ თავისუფალი დებატები და შეჯიბრი არსებობს. პრობლემა არ არის თუ ქართული ოცნება სამართლიანად გაიმარჯვებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მათ ქართველი ხალხისთვის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს. ამ სივრცის შეზღუდვით და ჩარევით რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს მთავრობა და ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს. ეს უბრალოდ მიუღებელია.

განაცხადა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, დაფნა რენდმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა