logo
ENG


მარგველაშვილი 20 ოქტომბრის მარშზე: იგივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რაც 2012-ის აქციას
  • 461ნახვები

მე ვფიქრობ, რომ [პროევროპულ მარშს] დაახლოებით იგივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რაც 2012 წელს გვქონდა ჩვენს ძალიან დიდ აქციას, რომელმაც შემატა ძალა არამარტო ამომრჩეველს... მობილიზება და ძალის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დონეზე.

სიმართლე გითხრათ, დღეს რომ ადამიანი ვარაუდობს, მისცეს თუ არა ქართულ ოცნებას ხმა, მე აღარ წარმომიდგენია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს - ანუ უკვე ჩამოყალიბებულია ქართული ოცნების ამომრჩეველი. მნიშვნელოვანია, არა ქართული ოცნების ამომრჩეველი, არამედ ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და ნათლად დაინახავს იმას, რომ ის არ უნდა დარჩეს სახლში და არ თქვას, რომ არ წავალ არჩევნებზე. ამ ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალის ჩვენება.

ამბობს გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ძლიერი საქართველოს წევრი გიორგი მარგველაშვილი. პროევროპული მარში 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა