logo
ENG


ბაჩიაშვილი: 2022-ში ივანიშვილი მიხვდა, რომ შეუთავსებელი იყო და ვერ შევიდოდა EU-ში
  • 282ნახვები

2022 წელს მისთვის გახდა ცხადი, რომ მისი ავტოკრატიული ტიპის მმართველობა იყო შეუთავსებელი ევროკავშირთან. ივანიშვილი იმ გავლენებით, როგორი გავლენაც ჰქონდა და როგორ მჭიდრო მარწუხებშიც ჰყავდა მთელი ქვეყანა მოქცეული, შეუთავსებელი იყო და ვერ შევიდოდა ევროკავშირში. შესაბამისად, მან გადაწყვიტა ამ დასავლეთის და ევროკავშირის დემონიზება.

ამისთვის, თავისი კრედიტ სუისის ქეისიც მოიხმარა, თითქოს, ვიღაცა, რაღაცით აშანტაჟებდა - მერე დაიწყო ზაზა შათირიშვილის მეშვეობით, წერილების გამოქვეყნება. მე ვიცი, ეგ ნაშრომები იწერებოდა - თვითონ წერს ამ ნაშრომებს. თავისი მონაწილეობით იწერება ეს ყველაფერი. მას სჭირდებოდა კარგი მიზეზი, რომ მოეტრიალებინა საგარეო ურთიერთობები და ეს კარგი მიზეზი იყო კრედიტ სუისის საქმე, სადაც არანაირი გავლენა, არანაირ დასავლურ ძალას არ ჰქონია. თუკი რაიმე გავლენა ვინმეს ჰქონდა, ეს მხოლოდ ივანიშვილის სასარგებლოდ იყო.

განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ტვ პირველის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა